გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისში ღონისძიება გაიმართა

გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისში ღონისძიება გაიმართა.
იმერეთი გოემიოს ფრანგულ გზამკვლევში პირველად 2019 წელს მოხვდა, რამაც განაპირობა წლის ვახშმის დაგეგმვა, რომელსაც გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. ვახშამზე წარმოდგენილი იყო გოემიოს ნომინირებული რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ ადგილობრივ მენიუზე შექმნილი და ინტერპრეტირებული კერძები.
“გასტროტურიზმის განვითარება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იმერეთი გამორჩეულია თავისი მდიდარი სამზარეულოთი. ტურიზმის ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ამ კუთხით ბიზნესის განვითარებას, რადგან გასტრონომია ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს”, – განაცხადა ტურიზმის ცენტრის წარმომაგენელმა მარი დევიძემ.

ღონისძიების მიზანი იმერეთის რეგიონში კულინარიისა, სარესტორნო ბიზნესისა და გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ადგილობრივი თვითმმართველობა და ტურიზმის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი