ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

14 თებერვალს, 20:00 საათზე, „გალერეა იარტი“ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენას –  ,,სხვა ჟანრს” უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა პირველად გამოიფინება.
ჟანრი ლოლაშვილი – მსახიობი, მხატვარი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,  „ადამიანი-ისტორიის” ევროპული ორდენის კავალერი.
გამოფენა 8 მარტამდე გასტანს.
მისამართი: დ.უზნაძის ქ. №13.

კომენტარები

კომენტარი