მოკრივე გიორგი კუშიტაშვილს რუსი სამართალდამცველის ცემისთვის ბრალი წაუყენეს

რუსეთის ორგზის ჩემპიონს, გიორგი კუშიტაშვილს, როსგვარდიის თანამშრომლის ცემისთვის და ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის, ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ კუშიტაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე დეგტერიოვმა, განაცხადა.

14 თებერვალს დასავლეთის მეორე საოლქო სასამართლო განიხილავს სარჩელს კუშიტაშვილის 1 აპრილამდე დაკავების შესახებ.

მოკრივე კუშიტაშვილი და ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვლის ღამეს დააკავეს. დაკავებისას კუშიტაშვილმა სამართალდამცველს დაარტყა.

ოგანისიანი საქმეზე მოწმის სახით გადის.

კომენტარები

კომენტარი