მარია ზახაროვა: გასულ წელს რუსეთი და საქართველო ტურისტული ვიზების გაცემის გამარტივებაზე შეთანხმდნენ, «რუსთავი2»-ის სკანდალი რომ არა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებით, 2019 წელს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლება, ტურისტული ვიზების გაცემის გამარტივებაზე შეთანხმდნენ, ყველა დოკუმენტი იყო მზად, თუმცა, “რუსთავი2”-თან დაკავშირებული სკანდალი მოხდა.

ამის შესახებ ზახაროვამ რადიო „კომსომოლსკაია პრავდას“ ეთერში, თინა კანდელაკთან საუბარში განაცხადა.

„ერთი წლის წინ უნდა გადასულიყვნენ მაქსიმალურ გამარტივებაზე. ყველაფერი მზად იყო. ამოქმედდებოდა, ის პროვოკაციული ისტორია რომ არა, რომელიც თბილისში იმ ადამიანებმა მოაწყვეს, რომლებსაც საკუთარი სამშობლო სძულთ. პროვოკატორებმა სახელმწიფოს სერიოზული ზიანი მიაყენეს“,-თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტებში მხოლოდ საკუთარ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს აგვარებენ.

ზახაროვას თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გაიაზროს, რომ არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს.

კომენტარები

კომენტარი