სოფელ ხოვლეში სკოლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

სასკოლო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკოლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს.

“200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება. კეთილმოწყობილ სკოლას 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და ღია მინი სპორტული მოედანი ექნება. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება. ხოვლეს საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახების უკმარისობის გამო, სწავლება ორცვლიანია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან. კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროსა და წინარეხშიც მიმდინარეობს. ახალი საჯარო სკოლის აშენება დაგეგმილია სოფელ ქვემო გომშიც“,- განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში, თამაზ ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი