ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყანამ შეძლო კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების არიდება

ჩინეთის ძალისხმევით მსოფლიოში კორონავირუსის COVID-19-ის მასშტაბური გავრცელების არიდება მოხერხდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი მასშტაბი 1% არ აღემატება.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ, ინფექციის გავრცელება მეათე დღეა მცირდება, განკურნებულთა რიცხვიც მზარდია.

მინისტრის თქმით, საჭირო წამლის შემუშავების პარალელურად, ჩინეთი იზრდება რწმენა იმის, რომ ვირუსის საბოლოდ დამარცხების შესაძლებლობა არსებობს.

ბოლო მონაცემით, ახალი ტიპის კორონავირუსს 1380 ადამიანი ემსხვერპლა, 63,8 ათასზე მეტი დაავადებულია, ვირუსის დამარცხება 6723 პაციენტმა შეძლო, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. 10204 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი