14 თებერვალი სოსო ქოიავას დაბადების დღეა

საქართველოს დამსახურებულ მხატვარს – სოსო ქოიავას 14 თებერვალს 87 წელი შეუსრულდა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფეისბუქის გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს ყოფილ რექტორს.
სოსო ქოიავა 11 წლის განმავლობაში (1992–2003) იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი. 1971–1979 წლებში კი მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელს ხელმძღვანელობდა. სოსო ქოიავას სახელთანაა დაკავშირებული უძველესი ქართული ჭედურობის აღორძინება თანამედროვე ხელოვნებაში და ლითონმქანდაკებლობის დარგის უწყვეტი ტრადიციის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი