21 თებერვალი — მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით მილოცვის ტექსტს აქვეყნებს.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) 1999 წელს გამოაცხადა – ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.
საქართველო ამ დღეს 2005 წლიდან აღნიშნავს.
„ჩვენი დედა ენა, ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენი სახელმწიფო ენა – ქართული საუკეთესო ინსტრუმენტია როგორც ჩვენი იდენტობის განცდისა და გაგებისთვის, ასევე ისტორიისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნულია მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი