ალეკო შიუკაშვილმა ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების შესახებ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულმა 17 წლის მოზარდმა, ალეკო შიუკაშვილმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა. გათავისუფლების შემდეგ მოზარდი შიდა ქართლის პილიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე მშობლის თანხლებით იმყოფებოდა.
“ტყეში ვიყავი. ჩემი თანასოფლელები გამოიქცნენ, მე დამაკავეს. სამი ან ოთხი იყო, ვინც დამაკავა. ტყეში შეშას ვაგროვებდი. სად წამიყვანეს არ ვიცი, გადამიყვანეს, დამკითხეს, დღეს გამათავისუფლეს. იქ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ”, – ყვება მედიასთან გათავისუფლებული მოზარდი
“ბაშვი უვნებელი დაგვიბრუნდა მადლობა პოლიციას, ჩვენს ხელისუფლებას, რომ დროულად გაათავისუფლეს. გადაუყვანიათ ცხინვალში. ჯანმრთელად არის. ფული არ გადაუხდევინებიათ”, – ამბობს მოზარდის დედა ხათუნა თაყაძე,

კომენტარები

კომენტარი