აშშ-ის საელჩო: კელი დეგნანი საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ «NDI»-ის პრეზიდენტს შეხვდა

“ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს, – ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დღეს, „ენდიაის“ პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ შეხვდა.

“NDI” საქართველოში ოც წელზე მეტია, რაც მუშაობს. აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს “NDI”-თან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“,-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი