ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მოლაშქრეებს დაბა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეხვდა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე მემორიალი თაიგულით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

თავდაცვის მინისტრი ლეგიონის წევრებს გაესაუბრა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს სამხედრო მუზეუმის შექმნის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განთავსება თბილისში იგეგმება. ახალგაზრდული ლეგიონის ხელმძღვანელებმა თავდაცვის მინისტრს ლეგიონის სიმბოლო – ხის ფარი გადასცეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ.

ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს.

ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი