ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტს, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია

ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპიასთვის.

„მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი