ეკატერინე ტიკარაძე: ყველა უწყება 24- საათიან რეჟიმში ვმუშაობთ,რომ ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას განუმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მედიას მზაობისთვის, კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩვენ მოსახლეობას, რომ მათ პანიკის საფუძველი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი უწყება, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ხარისხიანი გატარების შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება. ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ “, – განაცხდა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი