ხულოს მერი სოფელ ბეღლეთის მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

სოფელ ბეღლეთის მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად წყლის სისტემის, ენერგო მომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასახელა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ და მიმდინარე წელს სოფელში განსახორციელებელი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი