ფილმ „გაბანას» ონლაინპრემიერა გაიმართება

25 მარტს, 17:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრისა და Film Asylum-ის ორგანიზაბით, გიგა ბაინდურაშვილის ფილმ „გაბანას” ონლაინპრემიერა გაიმართება.
„გაბანა” 2019 წელს გადაღებული ფილმია ახალგაზრდა „ოქროს მაძიებლის“ შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც ემიგრაციიდან სახლში მისი ძმა ბრუნდება.
ფილმში მთავარ როლებს ჯანო იზორია და დავით როინიშვილი ასრულებენ.
ფილმის ყურებას შეძლებთ 25 მარტს, 19:00 საათზე, მოცემულ ბმულზე:https://www.facebook.com/Filmasylumstudio/videos/201061461317682/

კომენტარები

კომენტარი