ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი,  რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა თურქეთიდან შემოვიდა. მან სარფის საბაჟოზე თერმოსკრინინგი გაიარა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სულ აჭარაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის,ერთი უცხოელი პილოტი იყო, ის სპეც- რეისით თავის ქვეყანაში გაამგზავრეს. ამ ეტაპზე კი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 6 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი