ვლადიმერ პუტინი: კორონავირუსის გამო, მსოფლიო ეკონომიკა დარტყმის ქვეშ არის, მისი ვარდნის პროგნოზირება უკვე შესაძლებელია

“კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება მსოფლიოში მწვავედ მიმდინარეობს, დარტყმის ქვეშ მსოფლიოს მთელი ეკონომიკაა და უკვე ახლა არის მისი ვარდნის პროგნოზირება შესაძლებელი”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსთან დაკავშირებით ხალხისადმი მიმართვაში.

“ვხედავთ, როგორ მწვავედ ვითარდება მსოფლიოში სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, ბევრ ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი მატულობს. დარტყმის ქვეშ მთელი მსოფლიოს ეკონომიკაა. უკვე არის მისი ვარდნის პროგნოზირება შესაძლებელი”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა მომდევნო ერთი კვირა არასამუშაო კვირად გამოაცხადა, ოღონდ – თანამშრომლებისთვის ხელფასის შენარჩუნებით.

მიმართვაში მან, ასევე, თქვა, რომ საჭიროა იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებმაც ამ ფონზე სამსახური დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი