ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან შეყვანილ3 თვის ჩვილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება

“ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 3 თვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება” – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, კლინიკის მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ განუცხადა.

როგორც მედიკოსმა განმარტა, ჩვილი კლინიკაში ცხელებისა და ხველების სიმპტომებით რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს, თუმცა მას, ამ ეტაპზე, ტემპერატურა აღარ აღენიშნება.

როგორც მორიგე ექიმმა აღნიშნა, ჩვილს ამ დროისთვისდამატებითი გამოკვლევები უტარდება.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 10 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში – 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი