ლევან თუთბერიძის ფილმ „მოირას“ ონლაინპრემიერა გაიმართება

27 მარტს, 20:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და MOIRA-FILM  ლევან თუთბერიძის ფილმ “მოირას” ონლაინპრემიერას გამართავს.
“მოირას” მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმს მიღებული აქვს მთავარი ჯილდო აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე. იგი ასევე აჩვენეს ვარშავისა და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმში “მოირა” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ქეთი ცხაკაია პეკინში დააჯილდოვეს საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოთი.
“მოირა” ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ძმების შესახებ გვიყვება. ძმებს პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ, რომელსაც ბედისწერის ქალღმერთის – მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, თუმცა ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.
ფილმში მთავარ როლებს პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა, ზაზა მაღალაშვილი, ქეთი ცხაკაია, ჯანო იზორია, ანი ბებია და დავით ხურცილავა ასრულებენ.
ფილმის ყურებას შესაძლებელია  მოცემულ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=_UK3ixpyZ90&feature=youtu.be&fbclid=IwAR05vpHst1BvoV42fUqoE7aVS0fBNdkkSQyYJFCDCE2VQwDyMEzDFsd7dP0
(“მოირა” ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი იქნება 28 მარტის ჩათვლით).

კომენტარები

კომენტარი