«ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალი გადმოჰყავთ»

“როგორც შემატყობინეს, ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალი გადმოჰყავთ, ველოდებით შემოსვლას, რომ გავიგოთ, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

“ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველომ დაგვირეკა და შემატყობინეს, რომ ბოლნისიდან მოჰყავთ ორსული. მითხრეს, რომ დადებითია კორონავირუსზე, აქვს ცხელება. ველოდებით შემოსვლას, რომ გავიგოთ, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა”, – განმარტა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი