გიორგი შენგელია: მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ზუგდიდში პირბადეების დარიგების შესახებ, არის უპასუხისმგებლობა (ფოტო)

„ვინ აგებს პასუხს იმაზე, დღეს ამ ადამიანებმა ერთმანეთს ვირუსი რომ გადასდონ? კიდევ ერთხელ ვგმობთ იმას, რაც მიზანმიმართულად ხდება დღეს ზუგდიდში. ეს კეთდება სპეციალურად, რომ იფეთქოს ეიპდემიამ ჩვენს რეგიონში“, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია „ენმ“-ს მიერ ზუგდიდში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით პირბადეების დარიგებას.
„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ზუგდიდში პირბადეების დარიგების შესახებ, არის უპასუხისმგებლობა. ვინაიდან, შეკრიბეს ასობით ადამიანი მაშინ, როცა მთავრობა ებრძვის კორონავირუსს და მისი გავრცელების წინააღმდეგ მუშაობს. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ აყვნენ პროვოკაციას“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება კანონით იკრძალება.

მანამდე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ მოქალაქეებს პირბადეების ასაღებად ქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდა.
„ვისაც გჭირდებათ: ხვალ, 26 მარტს 13:00 საათზე პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო ხსნარების კომპლექტები დარიგდება ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ. მიბრძანდით და აიღეთ“, – დაწერა წითლიძემ.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 100%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი