„როგორ დავძლიოთ კორონავირუსით გამოწვეული სტრესი“ — ონლაინსესია გაიმართება

26 მარტს, 15 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე – https://www.facebook.com/tigeorgia/?eid=ARB7JsNm2-JJddjxqY1Ikg2KFrcPorydYoYcnrdjz69yg2ZkPZGTmwQ2DvNb9MbtYgXzWZmVpquBXcmD ფსიქოლოგ მაია ცირამუას ონლაინსესია გაიმართება: „როგორ დავძლიოთ კორონავირუსით გამოწვეული სტრესი“.

„ბოლო დროს ყველა ვცდილობთ, ვიყოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, დავრჩეთ სახლში, გადავიდეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რადგან ყურადღებით ვეკიდებით კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს.
ცხადია, ამ ახალ რეალობაზე გადაწყობა მარტივი არ არის და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეები ახლავს თან.
ასეთ ვითარებაში, სპეციალისტების დახმარებით, გვინდა მოგიყვეთ, როგორ დავძლიოთ კორონავირუსით გამოწვეული სტრესი და, ასევე, ონლაინრეჟიმში ვუპასუხოთ თქვენ შეკითხვებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ლაივში შეგახვედრებთ: მაია ცირამუას, რომელიც ბავშვებსა და მათთვის ამ ახალი ყოფის შემსუბუქებაზე გააკეთებს აქცენტებს.
გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დაგეხმაროთ ახალი გამოწვევების დაძლევაში. შევეცდებით, ვუპასუხოთ ყველა თქვენს შეკითხვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი