სოფელ ყარაჯალაში აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები დაარიგეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ,თელავის მუნიციპალიტეტის მერი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კამპანიას თავად ედგნენ სათავეში და მათ მოსახლეობას covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები თავად წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი