ჯგუფ „სტუმრის“ ონლაინკონცერტი გაიმართება

27 მარტს, 20:00 საათზე, ჯგუფ „სტუმრის“ ონლაინკონცერტი გაიმართება. კონცერტის ნახვა შესაძლებელია „სტუმრის“ ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.comstumariband/?__xts__[0]=68.ARBJ8xcpvm-PcZu-_eBQOrTv_Trj6L6o1E0A3Ofg2rr_xmL-9Wbbx2dKazJU1TeDPPAb8JPzcuqV8R84-2nFOKjCX4GP51yYyyWSvAKvBC8aE6iOt3_H9X0_qJnTUjTosj_KT6pDNFeUYeeElsXYKrIWGSzT5eDLYaid8q4WMdEYBiBmyRxT8tqHOcPpaGXvPwPGEPkLsnCU64t9M8b4X-1rZXZZV-CMEIZ0f53MdRop1b5LLltbnPCNDO7TfgqrhB011s_EotRS0J-1bWhADRY9j_1ebhXMuuye&eid=ARCud-Td6Q3jyjbXcJgkDJ-M3bNzU5tflorF9WUM6z7XL46P6Ed4t1QB4IhLlBtQlstDEg-yAV_Cj1Gs
ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება ძველი და ახალი კომპოზიციები.
ნინო ჯანჯღავა – ხმა, ფლეიტა, კლავიშები; მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ხმა; დავით ხოსიტაშვილი – გიტარა, ფანდური; ჯავად ჯავადზადე (აზერბაიჯანი) – კონტრაბასი; ავთო თაბუკაშვილი – დასარტყამი.
როგორც თავად მუსიკოსები ამბობენ, მათი შემოქმედება კონკრეტული ჟანრის კუთვნილება არაა, იგი უფრო ქართულ ფოლკზე დამყარებული ჯაზკლასიკაა.
ჯგუფი „სტუმარი“ 2002 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ჯგუფი ტრადიციულ ქართულ მოტივებთან შეჯერებულ თანამედროვე მუსიკას ქმნის. ჯგუფმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, საფრანგეთში… ჩაწერილი აქვს ალბომები: „ბეწვის ხიდი“ და „დილა“.

კომენტარები

კომენტარი