გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს

გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა. თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს. თავშესაფრთან ახლოს შენდება მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა. პროექტის ღირებულება 951 000 ლარია. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი. პროექტის დასრულების შემდეგ გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა. ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრუილებებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი