იტალიის სამხრეთ რეგიონები, შესაძლოა ეპიდემიიის ახალი ეპიცენტრი გახდეს

იტალიის სამხრეთ რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია, რაც მხარის ხელმძღვანელობაში შეშფოთების საგანს იწვევს, რომ ეპიდემიის “ცხელმა წერტილმა” შესაძლოა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაინაცვლოს, – წერს BBC.

სიკვდილიანობა ფიქსირდება ისეთ რეგიონებში, როგორებიც არის კამპანია, რომლის ცენტრია ნეაპოლი, ასევე, ლაციო – რომით.

მიიჩნევა, რომ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში, ჩრდილოეთისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სისტემა ნაკლებად არის აღჭურვილი.

კამპანიაში, ამჟამად, გარდაცვალების 74, ხოლო ლაციოში 95 შემთხვევაა.

პრემიერ ჯუზეპე კონტესთვის გაგზავნილ ღია წერილში კამპანიის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვინჩენცო დე ლუკამ თქვა, რომ ცენტრალურ მთავრობას მათთვის დაპირებული სამედიცინო აღჭურვილობა არ გადაუცია, როგორიც არის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა.

“არსებობს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ ლომბარდიის ტრაგედია სამხრეთ რეგიონების ტრაგედია გახდეს. ინფექციის ფართოდ გავრცელების წინ ვართ”, – დაწერა ლუკამ.

26 მარტს ჯუზეპე კონტემ სენატში გამოსვლის განაცხადა, რომ კორონავირუსული კრიზისი უსაშინლესი გამოწვევაა, ბრძოლაა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

იტალიაში, 27 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 80 589 შეადგენს, 8 215 ლეტალური შემთხვევაა, 10 361 პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი