პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს. ისინი დღენაკლულები არიან.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათ კორონავირუსზეც ჩაუტარებენ ტესტს.
​ამასთანავე, კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი