შალვა კერესელიძემ მეწარმეებსა და ფერმერებთან უახლეს გამოწვევებზე ისაუბრა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მოადგილესთან – გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი კაპანაძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან – ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, რეგიონის მეწარმეებსა და ფერმერებთან შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებულმა, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკის ფონზე ფერმერული მეურნეობების მეპატრონეებისა და მეწარმეებისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

„პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, წარმოების პროცესს აგრძელებთ. თქვენი პროდუქცია ჩვენი მოსახლეობისთვის დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, თქვენ წინაშე გარკვეულმა გამოწვევებმა იჩინა თავი. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება კოორდინებულად მუშაობს, რათა აღნიშნული გამოწვევები დროულად გადაიჭრას“, – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი