პოროშენკო: უკრაინელებს უვიზოდ გადაადგილება 133 ქვეყანაში შეუძლიათ, რუსებს 1 17-ში

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინულ პასპორტს, რუსულთან შედარებით, გაცილებით დიდი უპირატესობა გააჩნია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook- ზე დაწერა.

“საერთო ჯამში, უკრაინის პასპორტი მსოფლიოს 133 ქვეყანაში თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა. ვამაყობ, რომ ჩვენ უკრაინის მოქალაქეობის სტატუსი გავაძლიერეთ”, – განაცხადა პოროშენკომ.

მან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მაგალითისთვის „პასპორტის ინდექსის“ მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს 133 ქვეყანაში ვიზიტი ვიზის გარეშე შეუძლიათ, ხოლო რუსებს მხოლოდ 117 ქვეყანაში.
უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო რუსებისთვის მიუწვდომელია თავისუფალი შესვლა შემდეგ ქვეყნებში: შვედეთი, შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, მონაკო , მალტა და ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა.
ცნობისთვის, უკრაინა და ევროკავშირი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ 2017 წლის მაისში შეთანხმდენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *