ასმათ დიასამიძე: პარლამენტმა დაიწყოს ანზორ ბოლქვაძისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი!

“საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს ანზორ ბოლქვაძის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი” – მოთხოვნა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძეს ეკუთვნის.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიცინერმა დეპუტატმა ასევე მოითხოვა ყველა იმ პირის დასჯას ვინც ანზორ ბოლქვაძეს ახლდა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ხათუნა ბერიძის უკანონოდ აიძულებდნენ დაეტოვებინა სასტუმროს ტერიტორია, რომელიც დაქირავებული ჰქონდა. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც პარლამენტის წევრი ქალბატონს კატეგორიულად სთხოვს დატოვოს მისი კუთვნილი სასტუმრო.

” გუშინ 7 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ქალზე ძალადობის ფაქტს ვეხმაურები, წინასაარჩევნო პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა მერობის კანდიდატის ირაკლი ჯორბენაძის შტაბის წევრი ხათუნა ბერიძე, ის განთავსდა საცხოვრებლად სასტუმრო “ხულოში”, 7 მაისს საღამოს 8 საათზე, მასთან სასტუმროში მივიდა საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, “ქართული ოცნების” აქტივისტებთან ერთად, მას თან ახლდა (აიპი) ხულოს კულტურის ცენტრის უფროსის მოადგილე რაინდი დეკანაძე, ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია და “ქართული ოცნების” ხულოს რაიონის აღმასრულებელი მდივანი ასლან შაინიძე.

აღსანიშნავია ის, რომ ისინი იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და აგრესიულად მოითხოვეს ქალბატონ ხათუნას დაეტოვებინა სასტუმროს ნომერი, რომელიც მას რამოდენიმე დღით ნაქირავები ჰქონდა.
ანზორ ბოლქვაძე და მისი ზონდერ ჯგუფი არ მოერიდნენ შეურაწყოფას და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ დეპუტატი კატეგორიულად მოითხოვდა მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს დაცლას, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით არც ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის მიხედვით აღნიშნული სასტუმრო არ არის ანზორ ბოლქვაძის მფლობელობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანზორ ბოლვაძის მხრიდან მოქალაქე ხათუნა ბერიძის მიმართ განხორციელდა უკანონო მოთხოვნა დაეტოვებინა სასტუმრო.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, პრემიერ მინისტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა ეს ფაქტიც არის ამის ბრწყინვალე ნიმუში, სადაც ქათული ოცნების დეპუტატი პირდაპირ ძალადობს ახალგაზრდა ქალბატონზე, ზღუდავს მის უფლებებს და აყენებს შეურაწყოფას, მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ძალადობის და ადამანის უფლებების შეზღუდვის მუხლით. საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს ანზორ ბოლქვაძის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი, დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც მონაწილეობდა ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ამ სამარცხვინო ქმედებაში. მოგმართავათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და მოვითხოვთ ძალადობის და განსაკუთრებით ქალის მიმართ ძალადობის, ასევე პარტიული ნიშნით განსხვავებული აზრის დევნაზე მოახდინოს შეფასებები და რეაგირება”,- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია სასტუმრო “ხულოში” მომხდარი ინციდენტი. ვიდეოში ჩანს, რომ მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მას ნომრის დატოვებას აიძულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *