ნინო ჩხეიძე მალე ახალი ალბომითა და ახალი იმიჯით წარსდგება მაყურებლის წინაშე

ნინო ჩხეიძე მალე თავისი მსმენელისთვის  ახალი ალბომის წარდგენას აპირებს, რომელზეც Nioband
-თან ერთად იმუშავა.  ისინი  უკვე ნახევარ წელზე მეტია ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ. სიმღერებს,  რომლებსაც ნინო & Nioband წარმოგიდგენთ , არის მაყურებლისთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, როგორც ძველი, ასევე ახალი ჰიტები. გარდა ამისა ნინო &

Niobend-ი  შემოგთავაზებთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერას სინგლის სახით, რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეიქმნა.  სიმღერის ვიდეორგოლზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება.

ალბომი ჩაიწერა Niostudio-ში და მასზე იმუშავეს :

 ზვიად თინიკაშვილი – გიტარა

 ირაკლი კვანჭიანი – კლავიშები

 ლევან მიქაბერიძე- ბას გიტარა

 დავით თუთარაშვილი- დრამი   

      ნინო ჩხეიძე- ვოკალი

არანჟირება: Nioband & ბექა ნიკოლაიშვილი

   მუსიკალური პროდუსერი ბექა ნიკოლაიშვილი  

                    

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *