თბილისის 10  ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება  გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები,  დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის 10  ქუჩისთვის  ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელების დარქმევასთან დაკავშირებული ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის,  დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძისლიანა ასათიანისმარინე თბილელისგიორგი დანელიასმედეა ჯაფარიძისვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის  სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს ნამდვილად იმსახურებენ, რომ დედაქალაქში  მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან კინოხელოვანებს ქართული კინოს 111 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ  საკრებულოში  ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა მისთვის დიდი პატივია. გიორგი ტყემალაძის თქმით,  ქართველი კინოხელოვანების ღვაწლის  დაფასება აუცილებელია და საკრებულოს ინიციატივა, სწორედ  მათი სახელების უკვდავყოფას ემსახურება. როგორც დედაქალაქის  საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა,  თბილისის ქუჩებისთვის ქართველი კინომსახიობების და რეჟისორების სახელების მინიჭება მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიებაზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ცნობილი კინოპერსონაჟების კოსტიუმები  გამოიფინა. საღამოს თბილისის მერიის ბიგბენდი აფორმებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *