ლევან გორგაძე შეუდარებელია (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ნაცუ ბაშოს მე-5 დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

მაკუჩი დივიზიონში გაგამარუ ჩინელ სოკოკურაისთან (ჯურიო N5) შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ხუთი დღის შემდეგ გაგამარუ დადებით ბალანსს (3:2) ინარჩუნებს.

ტოჩინოშინის მეტოქე N1 მაეგაშირა, იაპონელ ჰოკუტოფუჯი (184სმ, 163კგ) იყო. ურთიერთშეხვედრებში ორჯერ, 2017 წლის ივლისში და სექტემბერში, ტოჩინოშინმა ჰქონდა გაიმარჯვება მოპოვებული, 2018 წლის ნოემბერში და წელს ორივე ბაშოზე კი – ჰოკუტოფუჯის.

დღევანდელ შეხვედრაში ტოჩინოშინმა თავიდანვე მოახერხა ხელსაყრელი პოზიციის მოპოვება და მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა ჰოკოტოჯოჯი მას შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა და არ ნებდებოდა. საბოლოოდ ლევანმა მაინც იმარჯვა და გაიყვანა მეტოქე დოჰიოდან.

ხუთი დღის შემდეგ ლევანს ხუთი გამარჯვება აქვს

ხვალ ლევანის მეტოქე სეკივაკე, მონღოლი იჩინოჯო (193სმ, 227კგ) იქნება. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ლევანის მხარესაა -16:5. 2017 წლის ნოემბერში დამარცხების შემდეგ, ლავანს ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული იჩინოჯოსთან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
https://www.facebook.com/livegeofficial/videos/881814768832705/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *