გეგა შენგელია: ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა

“ქართული ოცნების’ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია ზუგდიდში წინასაარ
ჩევნოდ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
“ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი ისტერიაში გადაიზარდა. ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კომფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ, მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და შეუქმნან საზოგადოებას იმის განცდა, თითქოს ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა.
ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე დავდივარ კარდაკარ მოსახლეობას ვხვდები. მათათ აქვთ მშვენიერი განწყობა, მშვიდი განწყობა და სწორედ ეს არ აწყობთ ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ ამ არჩევნებს პირწმინდად აგებენ ამიტომ ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებზე და ისეთ ინტრიგებზე როგორსაც მიჩვეულები არიან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *