უსუფაშვილი: სხვებისგან განსხვავებით მე ქობულიასთვის მადლობა არ გადამიხდია

” მე მქონდა ერთი ძალიან მარტივი კითხვა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან. სხვებისგან განსხვავებით მე ქობულიასთვის მადლობა არ გადამიხდია”,-ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუსფაშვილმა TV პირველის ეთერში გუშინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დეპუტატების კითხვებს პარლამენტი უპასუხა.

” მე მქონდა ერთი ძალიან მარტივი კითხვა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან. სხვებისგან განსხვავებით მე ქობულიასთვის მადლობა არ გადამიხდია. მე ვუთხარი რო მე მადლობას მხოლოდ მას შემდეგ გადავუხდიდი თუკი თქვენ გვეტყვით რაშია საქმე. ეს არ არის კერძო თემები თუ რატომ მოდიან და მიდიან მინისტრები. ჩვენ გვქონდა სხვა შემთხვევებიც, როდესაც ერთმა მინისტრმა ბრძანა გადავდგები თუ პრემიერი ამას არ გააკეთებსპ. მერე კი თქვა რომ აღარ გადავდგები, რადგან ეს ასე გაკეთდაო. თუმცა რა გაკეთდა და რა არა, ეს ჩვენ ვერ გავიგეთ”,-განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *