ბრაზილიის პრეზიდენტის ვაჟს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

ბრაზილიის შტატ რიო დე ჟანეიროს პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟი, სენატორი ფლავიო ბოლსონარუ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ჟურნალი Veja ავრცელებს.

სამართალდამცავები მის მერ რიო დე ჟანეიროში 2010 წლიდან 2017 წლამდე უძრავი ქონების რეალიზაციით დაინტერესდნენ.
მედიის თანახმად, წლების განმავლობაში, ფლავიო ბოლსონარუმ, რომელიც იმ დროს რეგიონალური დეპუტატის თანამდებობაზე დაინიშნა, დამატებითი შემოსავალი მიიღო, რამაც მის ოფიციალურ მოგებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის ვაჟმა 19 საცხოვრებელი და კომერციული ობიექტი დაბალ ფასად შეიძინა, რის შედეგადაც იგი ძვირად გაიყიდა. გამომძიებლების ვარაუდით, მან ფულის გათეთრებითა და მაქინაციებით 3 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო (დაახლოებით $ 750 ათასი).
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის შვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ფული კანონიერად მოიპოვა. მისი თქმით, კორუფციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
ბოლსონარუ უმცროსის განცხადებით, გამოძიებამ უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც საბანკო საიდუმლოებას წარმოადგენს და ის საჯარო გახადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *