აშშ-ში ჟულიან ასანჟს შესაძლოა 175 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს

WikiLeaks-ის დამაარსებელს ბრალი დასდეს საიდუმლო წყაროების ვინაობების გამოქვეყნებაშიც, აგრეთვე ბრედლი მენინგემთან შეთქმულებაში. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ახლა შესაძლოა ასანჟს მიუსაჯონ აშშ-ში, პატიმრობის 175 წელიწადია.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ, სისხლის სამართლის ბრალდების კიდევ 17 პუნქტი წარადგინა, რომლებიც WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჟულიან ასანჟს ედება ბრალად. ყველა მათგანი ეხება მის სავარაუდო როლს აშშ-ის ისტორიაში ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპრომეტაციის შემთხვევას.

ასანჟის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის არის წყაროების ვინაობის უკანონოდ გამოქვეყნება. საუბარია წყაროებზე, რომლებიც ამერიკელ დიპლომატებს, ერაყში და ავღანეთში აშშ-ის ძალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწვდიდნენ ინფორმაციას.

გარდა ამისა, WikiLeaks-ის დამაარსებელს ბრალად სდებენ შეთქმულებას, რომლითაც იგი დაეხმარა აშშ-ის დაზვერვის არმიის ყოფილ სამხედრო ანალიტიკოსს ბრედლი მენინგს საიდუმლო მასალების მოპოვებაში. საუბარია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო მასალებზე.

როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ინფორმაციის გამოყენებას ასანჟი აშშ-ის საზიანოდ და სხვა უცხოური სახელმწიფოს საკეთილდღეოდ აპირებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *