თელავის მერის მოადგილემ და სამი სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თელავის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება, ამჯერად თანამდებობა ოთხმა საჯარო პირმა, მერის პირველმა მოადგილემ გიგა თუშიშვილმა, ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურისა და აუდიტის სამსახურის უფროსებმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაცია ,,აიპრესს,, თელავის მერმა დაუდასტურა.

,, თანამდებობა ჩემმა პირველმა მოადგილემ და სამი სამსახურის უფროსმა დატოვა. განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერეს, მე არცერთი მათგანი არ გამითავისუფლებია. ჩემი მოადგილე გიგა თუშიშვილი კერძო სექტორში გადავიდა, ერთი სამსახურის უფროსი სხვა პოზიციაზე გადავიყვანეთ, ორი კი წავიდა სამსახურიდან საკუთარი სურვილით.,, – განუცხადა ,,აიპრესს,, შოთა ნარეკლიშვილმა.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ თანამდებობა მერის კიდევ ერთმა მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა დატოვა, მიზეზად კი საჩიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ  სამკურნალოდ წასვლა დასახელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *