მამა ანდრია: …დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმღვანელი მამა ანდრია(ჯაღმაიძე) სოციალურ ქსელში წერს.

“ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ამგვარად უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან”, – წერს მამა ანდრია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აგილობრივი გიდი,ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოს, რომ “მონასტრის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?”.

შეგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა: ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, თავი შეიკავეთ ემოციური განცხადებებისგან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *