გრიგოლ კაკაურიძე: გადაწყვეტილება მე მივიღე და ნათია თურნავა საქმის კურსში არ ჩამიყენებია

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მინდა დავადასტურო, რომ ფოთის პორტის “ეიპიემ ტერმინალსის” მიწის ნაკვეთების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა მე უშუალოდ არ ჩამიყენებია საქმის კურსში. იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამასაც ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული”, – განაცხადა გრიგოლ კაკაურიძემ, რომელმაც ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

შეგახსენებთ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება” დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გაცემული ნებართვა მისთვის შეთანხმებული არ იყო, გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *