მადრიდში, “ლივერპულის” ფანებმა, მარგარეტ ტეტჩერის მოედანს სახელი “შეუცვალეს”

ლივერპული ტრადიციულად ინგლისელი ლეიბორისტების საყრდენ ქალაქად ითვლება.

მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასაწრებად ჩასულმა ლივერპულის “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ისარგებლეს შემთხვევით და ლეიბორისტებისადმი სიყვარული და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტ მარგარეტ ტეტჩერისადმი “სიყვარული” კიდევ ერთხელ, ამჯერად მადრიდში გამოხატეს.

მადრიდის ქუჩებში მატჩის წინ მოსეირნე “ლივერპულის” გულშემატკივრებმა 2014 წელს მარგარეტ ტეჩერის ხსოვნის საპატივცემულოდ ქალაქის იმდროინდელი მერის, ანა ბოტელის მიერ გახსნილ მარგარეტ ტეტჩერის მემორიალურ დაფაზე, აგრეთვე მოედანზე აღმართულ საგზაო საინფორმაციო ნიშანზე პლაკატები წარწერით “ჯერემი კორბინის მოედანი” (ჯერემი კორბინი დიდ ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერია – “აიპრესი”) მიაკრეს.

მარგარეტ ტეტჩერისადმი ლივერპულელთა “სიყვარული” ტრადიციულად ლეიბორისტების პოლიტიკისადმი ერთგულების გარდა იმითაც აიხსნება, რომ ტეტჩერის დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა სხვა ქალაქებთან ერთად ლივერპულსაც შეეხო და რაც მთავარია, მარგარეტ ტეტჩერმა “ლივერპულის” გულშემატკივარი დაადანაშაულა ფეხბურთის ისტორიასი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრაგედიაში – “ჰილსბროს ტრაგედიაში”.

შეგახსენებთ, 1989 წლის, 15 აპრილს ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებისას “ლივერპულსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის შესასვლელი წარმოქმნილმა საცობმა შეაფერხა გულშემატკივართა სტადიონზე შესვლა, მატჩი დაიწყო, გულშემატკივარებმა ერდროულად მოინდომეს ტრიბუნებზე შეღწევა – ჭყლეტვის დროს 96 კაცი დაიღუპა , ხოლო 100-მდე დაშავდა.

2012 წლის სექტემბერში სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა “ლივერპულის” გულშემატკივარი და ბრალი ტრაგედიაში პოლიციის იმდროინდელ შეფს დასდო. სასამართლოს დასრულებისთანავე მოიხადეს ბოდიში ლივერპულის გულშემატკივრის წინაშე ერთმაც და მეორემაც, მანამდე ასე ვთქვათ საბოლოო ვერდიქტი უდანაშაულობის არ არსებობდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *