ხოსე ანტონიო რეიესსთან ერთად ავტოკატასროფაში მისი ბიძაშვილი და დეიდაშვილიც დაიღუპა

ესპანური მედიის ცნობით, ხოსე ანტონიო რეიესთან ერთად მანქანაში მყოფი მისი ბიძაშვილი ჯონათან რეიესი მაშინვე დაიღუპა, ხოლო სხეულის სამოცპროცენტიანი დამწვრობით ჰოსპიტალში გადაყვანილი დეიდაშვილი ხუან მანუელ კალდერონი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

საფხებურთო სამყაროში კარგად ცნობილი 35 წლის ხოსე ანტონიო რეიესი “სევილიას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელად ითვლება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ 2003-2004 წწ სეზონზე კანტერანოს (ასე უწოდებენ ფეხბურთელს, რომელიც კლუბის აღზრდილია და სულ მცირე 3 წელი მაინც, 15-დან 21 წლის ასაკამდე, თამაშობდა მის რიგებში – “აიპრესი”) ლონდონის “არსენალში” გადასვლამ უაღრესად ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი”სევილიას” სული მოათქმევინა და სწორედ ამის შემდეგ მომძლავრდა კლუბი და მეორე, 2012 წელს “სევილიას” რიგებში “არსენალიდან” “რეალის”, “ატლეტიკოს” და “ბენფიკას” გავლით დაბრუნებულმა რეიესმა სამჯერ ზედიზედ (2014, 2015, 2016) მოიგო ევროპის ლიგის თასი. სულ რეიესს “სევილიას” რიგებში 253 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ავარია დღეს მოხდა 11:40 სათზე ადგილობრივი დროით. ელიტური ავტომობილი, რომელშიც “ესტრემადურას” რიგებში რიცხული და “კადისთან” მატჩის განაცხადში არ შეყვანილი ხოსე ანტონიო რეიესი ბიძაშვილთან და დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სევილია-უტრერას შოსეს მე-17 კმ-ზე, რეიესის მშობლიურ ქალაქთან ახლოს, გზიდან გადავიდა და შეჯახების შედეგად აფეთქდა. ავარიის შემდეგ ადგილზე მისულმა მშველებმა ორი ადამიანის დაღუპვა დააფიქსირეს, მესამე კი სხეულის ძლიერი დამწვრობით და ტრამვებით გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ხოსე ანტონიო რეიესის მშობლიური ქალაქის მერმა ხოსე მარია ვილიალობოსმა თქვა, რომ შეშფოთებულია ამ მეტად სამწუხარო ამბით – ახალგაზრდა კაცის ახლო ნათესავებთან ერთად ტრაგიკულად დაღუპვით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეიესი ქალაქითვის მეტად ძვირფასი ადამიანი იყო, დიდი დამსახურება მიუძღოდა ქალაქის სახელის შორს გატანაში და მოსახლეობას, მის მიერ ორდღიანი გლოვის გამოცხადება ამცნო.

[embedded content]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *