“ლივერპულის” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” გულშემატკივარი თანახმაა 2 ბილეთში 8400 ევრო გადაიხადოს

მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე დასაწრებად, “ლივერპულის” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” შორის, დიდი ბრიტანეთიდან 70 000 გულშემატკივარია ჩასული

უეფას მიერ ინგლისელებისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობაზე ორჯერ მეტი გულშემატკივრის ჩასვლამ არა მხოლოდ სასტუმროებში ადგილებზე გამოიწვია ფასების არნახული ზრდა, არამედ ბილეთების გადამყიდველთა უზარმაზარი არმიის გაჩენას შეუწყო ხელი.

ინგლისელი გულშემატკივარი “ვანდა მეტროპოლიტანზე” მოსახვედრად შავ ბაზარზე ბილეთში ნებისმიერი თანხის გასაღებადაა მზად. უეფას და ესპანეთის პოლიციის მზადყოფნის და ზომების მიღების მიუხედავად, მრავალი გულშემატკივარი ზარალდება ათასი ჯურის დამნაშავის მიერ მოფიქრებული ხრიკებისგან.

როგორც ცნობილი გახდა, პოლიციამ დააპატიმრა ქალი, რომელმაც 8400 ევროდ მიყიდა გულშემატკივარ ორი ყალბი ბილეთი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *