Radiohead-მა ჰაკერებს დაასწრო და მსმენელს გამოუქვეყნებელი ჩანაწერები გაუზიარა 

Radiohead-მა მსმენელს გაუზიარა გამოუქვეყნებელი ჩანაწერების ვრცელი კოლექცია, მას შემდეგ, რაც ჯგუფის ვოკალისტი, ტომ იორკი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ჰაკერმა მოიპოვა ტომ იორკის მინიდისკზე წვდომა და ჯგუფს 150 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, ჩანაწერის დაბრუნების სანაცვლოდ.
აღნიშნული ნამუშევრები 1997 წელს, ალბომ Ok computeris-ზე მუშაობის დროსაა ჩაწერილი.

“მომხდარზე ჩივილის ან მისი იგნორირების ნაცვლად, გადავწყვიტეთ, ჩანაწერი გამოგვექვეყნებინა”, – ვკიტხულობთ ჯგუფის Facebook გვერდზე.

ჩანაწერი შეგიძლიათ მოუსმინოთ ბმულზე:

https://radiohead.bandcamp.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *