საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17 – 12 დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ Sportall.ge ავრცელებს.

პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს. შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.

მატჩი ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *