“არ ვითანამშრომლებთ მხოლოდ მასთან, ვინც ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებს აპრავებს” – ოქრუაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც ივანიშვილი, ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, გამომრიცხველი კრიტერიუმი იქნება, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ივანიშვილს გაუპრავებს, მე ხშრად მაძახებენ ივანიშვილის კლავიატურის მეზარბაზნეები” სოციალურ ქსელში, “ჩამოვიყვანეთ”, “ქვეყანაში დავაბრუნეთ”, “ქონება დავუბრუნეთ”, “საშუალება მივეცით იცხოვრეოს”… ჩამომიყვანეს, რა, აეროპორტში დამხვდნენ თუ ბილეთი ამიღეს, წითელი ხალიჩა დამახვედრეს თუ თვითმფრინავი გამომიგზვანეს?  ან, რა ქონება დამიბრუნეს? ერთი სასამართლოთი დავიბრუნე 2014 წელს,  მეორე – აუქციონზე – ათმაგ ფასად ვიყიდე, ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნუ მამადლით რაღაცებს”

ირაკლი ქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსის ეთერი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *