ჰონგ-კონგში არეულობაა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელჯოხები გამოიყენა, წერს გაზეთი South China Morning Post.

აქციის მონაწილეები 9 ივნისიდან აპროტესტებენ ექსტრადიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც პარლამენტშია შეტანილი.

ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ცრემლსადენი გაზი არ შეაჩერა და ისინი სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, ამ დროს პოლიცია მათ უკვე ხელჯოხები დაუშინა.

„ექსტრადიციის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილების მიხედვით, ჰონ-კონგი ეჭვმიტანილებს ისეთ ქვეყნებს გადასცემს, რომლებთანაც მას ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ აკავშირებს, მათ შორის არის ტაივანი, მაკაო და კონტინენტალური ჩინეთი.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სიახლე  ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას კონტინენტალურ ჩინეთს გადასცეს არამხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ჰონ-კონგში იმალებიან, არამედ ის აქტივისტები, რომლებიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან.

9 ივნისს დაწყებული აქცია დღითიდღე იზრდება. მომიტინგეთა უმრავლესობა სტუდენტია, თუმცა უკვე დღეს მაღაზიების, სხვადასხვა საწარმოების და ბანკების დიდი ნაწილი დაკეტილია, რადგან აქციას მათი თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ჰონგ-კონგის პარლამენტმა საკითხის განხილვა განუსაზღვრელი დროით გადადო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *