დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

„თილისის ცის ქვეშ“ 16 ივნისიდან იწყება. ღონისძიებები საღამოს 6 საათიდან გაიმართება. ფესტივალი სტარტს ჰუალინგის პარკიდან დაიწყებენ. ფესტივალს თბილისის მერია VTB ბანკთან პარტნიორობით გამართავს.

აღნიშნულ საკითხს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა პრესკონფერენცია მიუძღვნეს.

მერიისა და ბანკის წარმომადგენლების ცნობით, ფესქტივალის პროგრამა  სხვადასხვა ღონისიებებს მოიცავს: საბავშვო, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო. ფესტივალში თბილისის ყველა რაიონი იქნება ჩართული.

„წარმოდგენელია კონკრეტული პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ბენდები, გაიმართება კინოჩვენებები, ჩატარდება კონცერტები და  სხვადასხვა საბავშვო აქტივობები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაორმაგებულია საბავშვო აქტივობები. დასწრება თავისუფალია, დღის განმავლობაშ მოქალაქეებს შეუძლიათ, მოვიდნენ, დაისვნონ და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში. უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ვფიქრობ, წელს გამორჩეული იქნება  „თბილისის ცის ქვეშ“, ვინაიდან პრგრამა გამორჩეულია და  პროქტს ჰყავს სხვადასვა პარტნიორი და განსაკუთრებთ მინდა მადლობა ვუთხრა  VTB-ს“, – თქვა პრეს–კონფერენციაზე ირაკლი გვილავამ.

VTB ამ პროექტში მონაწილეობას პირველად იღებს. წელს, პროექტს შემოუერთდა „თბილისური ეზოებიც“. ფესტივალის ფინალური ნაწილს „არტ გენი“ შეადგენს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა, შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობა, გართობისა და დასვენების სივრცის მოწყობა და  სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების ხელშეწყობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *