გეგა შენგელია: ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისება კანონის დაცვით ხორციელდება

„ჩვენ პარკს არ ვყიდით, ჩვენ ვყიდით ტერიტორიას, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ ადგილას. ეს არის ჩვეულებრივი მიწა და არ არის არანაირი კულტურული მემკვიდრეობა, არ არის ძეგლი და არ არის სკვერი,“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

,,ეს არ არის ძირითადი ქონება, ეს არის პერსპექტიული სარეკრეაციო ზონა. აქედან გამომდინარე, ამ ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა არის სრული კანონის დაცვით განხორციელებული. ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს გვაქვს ყინულის სახლი, განთავსებული სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, არის 15 მეტრის სიმაღლის. თუ ჩვენი ძეგლების დაჩრდილვაზეა საუბარი, პროექტი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ამ ტერიტორიაზე, არის დაახლოებით 13 მეტრამდე და გაცილებით ნაკლები მოცულობის, ვიდრე არის დღეს ყინულის სახლი. ეს არის ერთი კონკრეტული კომპანიის შემოთავაზება. თუ ვინმე სხვა კომპანია დაინტერესდება, შემოვა, აუქციონზე ექნება უკეთესი შემოთავაზება, ბუნებრივია ჩვენ ამ შემოთავაზებას განვიხილავთ და ზუგდიდელების ინტერესიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ერთ კომპანიაზე, ეს არის საჯარო აუქციონი, სადაც ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, ინვესტორს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და აქედან გამომდინარე მოხდეს შერჩევა შემდგომი პერსპექტივების. ეს იყო ძირითადი აქცენტები, რატომაც წავედით ჩვენ ამ გზით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პარკი და რეკრეაციულ ზონა არ იყიდება, აქ საუბარია ყინულის სახლზე, რომელიც მდებარეობს 5 ათას მეტრზე და რეგისტრირებულია ცალკე საკადასტრო კოდით. “- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა,გეგა შენგელიამ.
 
 
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *