გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარაში 5 მილიონიან პროექტს დააფინანსებს

დღეს ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში KFW-ს მიერ 5,722 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება საჯარო ბაღებზე სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განსათავსებლად.

ხელმოწერის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც დანერგავს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს საბავშვო ბაღებში.

,,კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ ხელი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ბაღების მშენებლობა განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაცვით. ძალიან მახარებს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქალაქი და რეგიონი ზოგადად ენერგო ეფექტურობის ღონისძიებების გატარების კუთხით“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელშეკრულებას ხელი ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და – KFW-ს სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა მოაწერეს.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი ერთ-ერთ მიზანი, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარებაა.

სადემონსტრაციო პროექტი ფინანსდება საგრანტო ფონდებით, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. დაფინანსება სამომავლოდ 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გაიზრდება.https://www.youtube. com/watch?v=m0Wkz1sXaWs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *